Logo

ამირან გამყრელიძე – დაახლოებით 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს

საზოგადოება
1377
Frontnews image description

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ომიკრონის შტამს, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ დადასტურდა, ახასიათებს მსუბუქი მიმდინარეობა, სწრაფი გავრცელება და უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა – 40 წლამდე ასაკს, ასევე ბავშვებს.

 

“აღინიშნა საკმაოდ სწრაფი გადამდებლობის უნარი ომიკრონის შტამისთვის, დაახლოებით 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40 წლამდე ასაკი, ასევე ბავშვებს.

 

ჯერჯერობით რაც არის შემთხვევები და დღევანდელი რიცხვით 90-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, შედარებით მსუბუქია მიმდინარეობა, მაგრამ მომავალში ეს როგორ განვითარდება რთული საპროგნოზოა, რადგან მას სწრაფი გავრცელების და ადვილი გადამდებლობის უნარი აქვს”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე

 

საქართველოში ომიკრონის შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
ამირან გამყრელიძე – დაახლოებით 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდებ... - Frontnews - საქართველო • ქართული სანდო მედია 2012 წლიდან