
ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის დღევანდელი 1 965 ახალი შემთხვევა რეალური ციფრი არ არის.
როგორც მან ბრიფინგზე ისაუბრა, გუშინ სერვერებზე შეფერხებები იყო, რის გამოც პორტალზე ყველა შედეგი არ არის ატვირთული.
“დღევანდელი ახალი 1 965 შემთხვევა არ არის რეალური ციფრი, გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე, რომელთანაც კავშირი აქვს ჩვენს რამდენიმე პორტალს, მათ შორის ვაქცინაციის და კოვიდის დიაგნოსტიკის პორტალს და ამის გამო არის, რომ ყველა გუშინდელი შედეგი არ არის ატვირთული პორტალზე. ეს შედეგები, ალბათ, დღეს დღის განმავლობაში აიტვირთება და ხვალ ვნახავთ, როგორი იქნება შემთხვევათა რაოდენობა”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 50 პაციენტი გარდაიცვალა.
თაგები:
ამირან გამყრელიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს