ამირან გამყრელიძე – დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ, ხვალ იქნება განახლებული მონაცემები


ავტორი
Front News საქართველო
პიკის პერიოდში ვართ და ამ პიკის გადავლის ეტაპი მაინც ვფიქრობთ, ამ კვირაში უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების დღეს გამოვლენილი რაოდენობა, რაც ვებგვერდზე არის ასახული, არ ასახავს რეალობას, რადგან პორტალზე ტექნიკური სამუშაოების გამო, ყველა მონაცემი არ არის ატვირთული.
“დღეს არის 4 000 შემთხვევა და სამწუხაროდ, 21 გარდაცვალება. ეს ინფიცირების ციფრი რეალურ სიტუაციას არ ასახავს, რადგან გვაქვს მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, სადღაც 40% . რეალურად, შაბათ-კვირას პორტალის განახლება ხდებოდა და იყო ტექნიკური სამუშაოები. ამიტომ ყველა მონაცემის პორტალზე ატვირთვა ვერ მოხერხდა. დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ, ხვალ იქნება განახლებული მონაცემები, რომელიც მოიცავს როგორც კვირის, ასევე ორშაბათის შემთხვევებსაც“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თაგები:
ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე – საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ხვალ მთელი რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული

ამირან გამყრელიძე – მამებისა და შვილების ბრძოლაში ყოველთვის შვილები იმარჯვებენ და ასეც უნდა იყოს, ისე განვითარება ვერ იქნება

ამირან გამყრელიძე – თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნება 15 სექტემბრისთვის, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ვერ გავცემთ