ამირან გამყრელიძე – ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია და განუხრელად დაცვა არსებული რეკომენდაციების

ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
ამასთან, აცხადებს, რომ აუცილებელია პირბადის ტარება, მათ შორის გარე სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვის შესაძლებლობა არ გვაქვს.
“ფაქტია, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია, თუმცა, რასაც ვპროგნოზირებდით, ტემპის ზრდა ოდნავ შემცირებულია, რაც გარკვეულად გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ჩვენ ახლა გადავდივართ შემდგომ პიკს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კიდევ დაახლობით 10 დღე, ორი კვირა და შემდეგ უნდა იყოს ქვესვლა, მაგრამ ნელი ტემპით.
იმისთვის, რომ ინფიცირების ზრდის რიცხვი შევაკავოთ, ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია და განუხრელად დაცვა არსებული რეკომენდაციებისა, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირბადის ტარება ყველგან, მათ შორის გარე სივრცეებშიც, იქ სადაც არ იცვება დისტანცია”, – აცხადებს გამყრელიძე.
თაგები:
ამირან გამყრელიძე




