Logo

ამირან გამყრელიძე – ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა, ყველასი

საზოგადოება
1347
Frontnews image description

“ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა, ყველასი, დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“პირველ რიგში, ვსარგებლობ შემთხვევით და ვიზიარებ ჟურნალისტთა თემის მწუხარებას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა ლექსოსთან, ხშირად იყო ჩვენთან ჩაწერებზე, ასევე კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან. მისი დედა და დეიდა – ჩვენ ერთი თაობის ექიმები ვართ, ერთად ვსწავლობდით და ლექსოს ბაბუა ჩვენი მასწავლებელი იყო, გამორჩეული ქირურგი იყო პარმენ კახიძე ჩვენი თაობის დროს, როცა ჩვენ სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდით მესამე კურსზე, ზოგადი ქირურგიის კათედრაზე, ბევრი რამე გვაქვს მისგან ნასწავლი. ამიტომ ეს ტრაგიკული შემთხვევა, ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისათვის. მინდა, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა გამოვთქვა ჩემი ღრმა მწუხარება.

 

იცით, მე არ ვცემ პოლიტიკურ კითხვებს პასუხს, მაგრამ გიპასუხებთ, როგორც მოქალაქე. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა, ყველასი, დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით. ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა ეს, რომ საზოგადოება უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, საზოგადოება უნდა ვიყოთ მეტად ურთიერთგამგები და განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება, შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები