ამირან გამყრელიძე – ეს სამი თვე არის კრიტიკული, თუ ჩვენ გვინდა, რომ დავამარცხოთ ეპიდემია ქვეყანაში

ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდემიის დაძლევა მასობრივ აცრაზე გადის.
“უნდა შევეცადოთ, რომ სამი თვე: აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი, გვქონდეს აცრების მაქსიმალური მაჩვენებელი. ეს ჩვენ დავყავით სამ სამიზნედ. საუკეთესო და იდეალური იქნება, თუ ჩვენ, ყველა ერთად მილიონ აცრას გავაკეთებთ თითო თვეში. ანუ 3 მილიონს სამ თვეში. ამით შევაკავებთ და გადავლახავთ სრულად ამ პანდემიის ყველა მაჩვენებელს.
შემდეგი სამიზნე გვაქვს 800 000 აცრა ყოველ თვეში, რომელიც ძალიან კარგი იქნება, მაშინ დღეში უნდა აცრათ 25-26 000 ადამიანი.
მესამეა შედარებით მოკრძალებული, მაგრამ თუ ამ მოკრძალებულსაც გავაკეთებთ, დამერწმუნეთ, რომ სერიოზულ შედეგებს მივიღებთ. ეს გახლავთ 600 000 აცრა. ეს ნიშნავს 300 000 ადამიანის აცრას ყოველთვიურად. ამდენად, ეს სამი თვეა არის კრიტიკული, თუ ჩვენ გვინდა, რომ დავამარცხოთ ეპიდემია ქვეყანაში”, – აცხადებს გამყრელიძე.





