
ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ გაუარესებულია.
“ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რაც დღეს საბჭოზე განვიხილეთ, არის აცრების მეტად გაინტენსიურება, ასევე პირბადის მაქსიმალურად ტარება – მანდატურულად დახურულ სივრცეებში, ხოლო ღია სივრცეებში იქ, სადაც ადამიანები იკრიბებიან, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებელი იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება.
მთავარი არის დიდი თავშეყრების სრული აკრძალვა, ეს იქნება ქელეხი, ქორწილი, წვეულება, კონცერტები, ყველაფერი შესაბამისად პრევენტირებული უნდა უნდა იყოს. ამასთან, აუცილებელი იქნება საზღვარზე დამატებითი კონტროლი, ასევე ადგილების მობილიზება, განსაკუთრებით სასტუმროებში. დღე კიდევ სხვა დავალებები გაიცა საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომ მობილიზდეს შესაბამისი რაოდენობის ოთახები, რათა ადამიანებს როგორც ინფიცირებულს, ასევე მათ კონტაქტში მყოფებს, ვისაც არ აქვს სახლში იზოლირების პირობები, სახელმწიფომ იზრუნონ მათ იზოლირებაზე, რათა ვირუსის გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თაგები:
კორონავირუსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს