
ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე აცრების პარალელურად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია.
მისივე თქმით, პირველი პარტია – გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 43 000 დოზა უკვე ქვეყანაშია.
“მომავალ კვირაში დაიწყება სამედიცინო პერსონალის, ორსულების და დიალეზზე მყოფი პირების აცრა. შემდგომ, ოქტომბერში, ქვეყანაში მეორე და მესამე პარტია რომ შემოვა, უფრო გაფართოვდება რისკ ჯგუფები. დაემატება ქრონიკული ავადმყოფები, ბავშვები და ა.შ.“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს