
ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხვალ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს.
ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების “სინოფარმის“ ვაქცინით რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრება.
"სინოფარმით" ვაქცინაცია ქვეყანაში ხვალიდან იწყება, თუმცა პრეპარატს ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია მიღებული არ აქვს. "სინოფარმით" ვაქცინაცია საქართველოში 18 წელს ზემოთ მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ.
ქვეყანაში ამ ეტაპზე "სინოფარმის" 100 000 დოზაა შემოტანილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს