ამირან გამყრელიძე – “ომიკრონი“ ჯერჯერობით არ ფიქსირდება, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოჩნდება


ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით „ომიკრონის“ შემთხვევა ჯერჯერობით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის.
მისივე ინფორმაციით, „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 57 ქვეყანაში ფიქსირდება.
“ყველაზე დიდი რაოდენობით არის ბრიტანეთში. ჯერჯერობით რაც ვიცით, მაღალი აგრესიულობით არ გამოირჩევა, მაგრამ აქვს სწრაფად გავრცელების თვისება და სამჯერ მეტი რისკი რეინფიცირების.
ჯერ ჩვენ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს, მონიტორინგი მიდის, მიმდინარეობს სეკვენირება. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სპეციფიკური „პისიარ“ ტესტები, სადაც გამორიცხვის მეთოდით შეგვიძლია ეჭვის მიტანა და შემდგომ გენეტიკური სეკვენირებით დადგენა, არის თუ არა „ომიკრონი“. ჯერჯერობით არ ფიქსირდება, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოჩნდება. უნდა ვატაროთ პირბადე, რაც გააკეთა ყველა ქვეყანამ, დაუბრუნდნენ წინანდელ რეკომენდაციებს. პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში აუცილებელია, დისტანცია, სანიტარული წესები, დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება და რაც შეიძლება მეტი აცრა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


ამირან გამყრელიძე – არის ეჭვი, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ აუქმებს

ამირან გამყრელიძე – არსებობს რამდენიმე კვლევა, რომ “ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება

ამირან გამყრელიძე – პირბადეს ჯერჯერობით ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში ვერ შეველევით