Logo

ამირან გამყრელიძე – თუ არ გვინდა მკაცრ შეზღუდვებზე წავიდეს ქვეყანა, აუცილებელია დავიცავთ შესაბამისი რეკომენდაციები

საზოგადოება
1433
Frontnews image description

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში, მოსალოდნელ მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

 

მისი განმარტებით, ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით, შეიძლება მძიმე მეოთხე ტალღაში შევიდეთ. ამიტომ, მან საზოგადოებას ერთმანეთის მიმართ მეტი სოლიდარობისა და ყურადღებისკენ მოუწოდა. 

 

“ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. უფრო მეტი ინტენსივობით ცირკულირებს კორონავირუსული ინფექცია. ამიტომ, ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ რაც შეიძლება გადავავადოთ და შევაკავოთ მეოთხე ტალღის ქვეყანაში განვითარება. ამისთვის არსებობს რამდენიმე მიდგომა: უფრო მეტი ადამიანი უნდა აიცრას, უფრო გავაფართოვოთ ტესტირება, შესაბამისად, ადრეული გამოვლენა და იზოლირება ინფიცირებული ადამიანების. ამასთან, აუცილებელია გარკვეული შეზღუდვები. თუ არ გვინდა მკაცრ შეზღუდვებზე წავიდეს ქვეყანა, აუცილებელია დავიცავთ შესაბამისი რეკომენდაციები. 

 

კორონავირუსმა არ იცის ის და ეს, არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, მეტი სოლიდარობისკენ და მეტი ყურადღებისკენ, რომ როგორმე, ერთად ყოფნით, შევაკავოთ ინფექცია და სამშვიდობოზე გავიდეთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები