Logo

ამირან გამყრელიძე – წელს კორონავირუსით გარდაცვლილთა 99,7% აუცრელი იყო

საზოგადოება
492
Frontnews image description

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წელს, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99.7% აუცრელი აღმოჩნდა. ამდენად, გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, აიცრან.

 

“იცით დღევანდელი მონაცემები, რომელიც 4 800-ის ფარგლებში გვაქვს, ეს არის უფრო მეტი, ვიდრე გვქონდა მაისის პიკზე და დაახლოებით უახლოვდება იმ მდგომარეობას, რაც გვქონდა ნოემბრის დასასრულს. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების 34 შემთხვევა. 

 

გუშინ გაანალიზდა მთლიანად წელს კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა და 99.7% სამწუხაროდ, აუცრელია. მეორე მხრივ, გაანალიზდა ასევე აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, იცით, ეს არის დაახლოებით 0.3% ორჯერ აცრილებში და 0.9% ერთხელ აცრილებში. აქაც, სრულად აცრილებში დაახლოებით 15-ჯერადი განსხვავებაა, ანუ აცრა 15-ჯერადობით იცავს. ანუ 1000 ადამიანში, ვინც აცრილია და დაემართება კოვიდი, შეიძლება დაიღუპოს ერთი, მაშინ, როცა 1000 აუცრელ ადამიანში, რომელსაც დაემართება კოვიდი, ალბათობა დაღუპვის არის 15, 15-ჯერადი განსხვავებაა. ამიტომ, დაცვას აცრისას აქვს ძალიან სერიოზული საფუძველი და ამიტომ, კიდევ ერთხელ მოწოდებაა, რომ აცრები ერთ-ერთი მთავარია, რაც დღეს ჩვენს მოსახლეობას დაიცავს ეპიდემიის შემდგომი გაუარესებისგან და სავალალო გამოსავლისგან”, – განაცხადა გამყრელიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები