Logo

ამირან გამყრელიძე – წლის განმავლობაში “ფაიზერის“ მილიონამდე დოზა უნდა გვქონდეს

საზოგადოება
967
Frontnews image description

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანამ ამ ეტაპისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა მიიღო, ვაქცინის დარჩენილი პარტიები კი საქართველოში ეტაპობრივად შემოვა.

 

“დღეს სამი საათიდან დაიწყება ჯავშნების გაკეთება „ფაიზერზე“, 16 ივლისიდან კი – აცრები. ეს არის პირველი პარტია მილიონდოზიანი ხელშეკრულებისა, ხოლო მეორე ან მესამე პარტია თანდათანობით, უკვე ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს. წლის განმავლობაში ამ ხელშეკრულებით “ფაიზერის“ მილიონამდე დოზა უნდა გვქონდეს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები