ამირან გამყრელიძე – ვფიქრობ, შემოდგომიდან 12 წლის ასაკიდან აცრებს ჩვენც დავიწყებთ

ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, შემოდგომიდან 12 წლის ასაკიდან აცრებს ჩვენც დავიწყებთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“ბევრმა ქვეყანამ თავისი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ასაკიდან მოზარდებს, ძირითადად „ფაიზერით“ და „მოდერნათი“, რადგან კლინიკური კვლევები ამ ორ ვაქცინაზე ამ ასაკში დიდი ხანია, დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტურია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებებს. როგორც კი ეს რეკომენდაციები იქნება ძლიერი მარეგულირებლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, შემოდგომაზე ჩვენც დავიწყებთ ამ ასაკის ბავშვების აცრებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თაგები:
ამირან გამყრელიძე




