Logo

ამირან გამყრელიძე – ვფიქრობთ, ეს საკითხი გადაწყვეტილია, თანამდებობას არ დატოვებს

საზოგადოება
1165
Frontnews image description

თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს. ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექიმია.

 

“მე მასთან მუდმივად მაქვს კონტაქტი, გიდასტურებთ, რომ ამ განცხადების შემდეგაც მქონდა კონტაქტი. ვფიქრობთ, ეს საკითხი გადაწყვეტილია. თანამდებობას არ დატოვებს. ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები