ამირან გულუაშვილი – გვარამიას მიზანი იყო არა მხოლოდ ფინანსურად დაეზიანებინა „რუსთავი 2“, არამედ მისი სამეგობრო წრისთვის ამ დანაშაულებრივი სქემების შედეგად ფინანსური სარგებელი მოეტანა


ავტორი
Front News საქართველო
ნიკა გვარამიას მიზანი იყო არა მხოლოდ ფინანსურად დაეზიანებინა „რუსთავი 2“, არამედ პირადად მისი სამეგობრო წრისთვის ამ დანაშაულებრივი სქემების შედეგად მოეტანა ფინანსური სარგებელი, – ამის შესახებ ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
პროკურორის თქმით, 2014 წელს გაჩნდა მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მიტაცებული ტელეკომპანიის კანონიერი მესაკუთრე სამართლებრივ დავას დაიწყებდა და ქონების დაბრუნებას მოითხოვდა.
“რა თქმა უნდა, ეს არ შედიოდა ნიკა გვარამიას ინტერესებში და სწორედ ამ დროს მომზადდა დანაშაულებრივი სქემა და გეგმა, რომლის მიზანიც იყო მესაკუთრის მიერ ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში კომპანია მას მაქსიმალურად რთულ ფინანსურ მდგომარეობაში, ფაქტობრივად გაკოტრების ზღვრამდე მისული გადასცემოდა“, – განაცხადა გულუაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს