ამირან გულუაშვილი – სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველს გვარამიას საქმესთან დაკავშირებით აქვს მსგავსი პოზიცია მაშინ, როდესაც არ იცნობს საქმის მასალებს სრულად


ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით აქვს მსგავსი პოზიცია მაშინ, როდესაც ის არ იცნობს სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულად. მას ჩვენთან, ბრალდების მხარესთან არ უცდია კომუნიკაცია და მისმა წარმომადგენელმა ერთ-ერთმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით ჰქონდათ ფრაგმენტულად სისხლის სამართლის საქმის მასალები. იმისათვის, რომ სისხლის სამართლის საქმე შეფასდეს, აუცილებელია შემფასებელმა, სულ მცირე სრულად იცოდეს ის ინფორმაცია, რაც საქმეშია მოცემული, – ამის შესახებ ნიკა გავრამიას საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
“სამწუხაროდ, სახალხო დამცველის შემთხვევაში მსგავსი რამ არ ყოფილა. არის გარემოება, რომელშიც სახალხო დამცველს, ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უნდა დავეთანხმოთ და ფაქტობრივად ჩვენს ანალოგიური სამართლებრივი შეფასებით წარვდექით სასამართლოს წინაშე. ისინი ამბობენ, რომ თუ არსებობს პირადი დაინტერესება და ამავდროულად არსებობს კომპანიისათვის ზიანის მიყენება, ეს სამართლებრივად დანაშაულს წარმოადგენს. ჩვენს მოცემულ შემთხვევაში თვალსაჩინოდ და დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ მოხდა პირდაპირი ფინანსური ზიანის მიყენება კომპანიისათვის იმ განზრახვით, რომ ეს კომპანია გაკოტრებამდელ მდგომარეობამდე მიყვანილიყო“, – განაცხადა გულუაშვილმა.
თაგები:
ამირან გულუაშვილი

სახალხო დამცველი ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნიკა გვარამიას დავალებით, მისმა მეგობარმა და დაახლოებულმა პირმა გვარამიას მეგობრებისთვის საცხოვრებელი სახლები და ძვირად ღირებული ავტომანქანები შეიძინა – ამირან გულუაშვილი გვარამიას საქმის დეტალებზე

ნინო ლომჯარია – რა აქვს სანერვიულო, მითუმეტეს თუ ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს აქვს დაბალი რეიტინგი