
ავტორი
Front News საქართველო
2012 წლის 9 აპრილს, არჩევნების წელს, ჩვენთვის ორმაგი ემოციის დღეს, სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე დახვდა რუს ტურისტებს, 9 აპრილს, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
“9 აპრილს, სწორად ხედავთ, 2012 წლის 9 აპრილს, არჩევნების წელს, ჩვენთვის ორმაგი ემოციის დღეს, სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე დახვდა რუს ტურისტებს, 9 აპრილს.
ამ ფაქტს, ანუ 9 აპრილს საზღვარზე დახვედრას რუსეთის მოქალაქეებისთვის 2010 და 2012 წლებში ვინც ტაში დაუკრა, დღეს აპროტესტებს.
რუსეთმა რომელ დღეს დაამთხვია ეს რეისი, ეს რუსეთის მორალია. სააკაშვილი რომ 9 აპრილს მივიდა ლარსზე, ეს სააკაშვილის და მისი გუნდის მორალი. ახლა დარბიან გიჟებივით.
გახსოვთ რა დავწერე იმ დღეს, როცა პუტინმა ვიზების და ფრენების შეზღუდვა გააუქმა, რომ ეს გათვლილი იყო ჩვენს შიდა პოლიტიკაზე და გარე რეაქციებზე? ზუსტად ეს ხდება, ზუსტად უსრულებენ.
არაუშავს, წელს საქართველო მაინც მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, – წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს