"ამით ბედნიერი არ ვარ" - ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით "გადაწყვეტილების მიღების დროა"


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროა, თუმცა, ის ამით კმაყოფილი არ არის.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ ჰკითხეს. კერძოდ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის განცხადებაზე, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში ძალიან ბევრს ითხოვს.
"შესაძლოა, ის მართალია. შესაძლოა, მან რაღაც იცის, რადგან მე ეს და სხვა რაღაცებით ვიყავი დაკავებული, მაგრამ ჩვენ იმ წერტილამდე მივდივართ, სადაც გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს, თუმცა ეს არ მომწონს“, - განაცხადა ტრამპმა.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს