“ამნისტია ეხება 20 ივნისის მოვლენებს, მასში მონაწილე ყველა პირს თანაბრად”


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამნისტია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა პირს თანაბრად შეეხება.
ოხანაშვილის თქმით, ამ საკითხზე რაიმე სახის სპეკულაცია უნდა დასრულდეს.
"მკაფიოდ არის გაკეთებული ჩანაწერი დოკუმენტში, სადაც ყველამ მოაწერა ხელი, რომ ამნისტია ეხება 20 ივნისის მოვლენებს, შესაბამისად, რაიმე სახის სპეკულირება, რაიმე სახის შეკითხვები არის უადგილო და შესაბამისად, ჩვენ ყველამ ერთად, იმ ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად, ვინც არიან ხელის მომწერნი ამ დოკუმენტის უნდა დავაინიციროთ ეს პროექტი და მხარი დავუჭიროთ, სადაც მოხდება 20 ივნისის მოვლენების ამნისტირება, იქნება ეს ნიკანორ მელია, თუ სხვა პირები.
დოკუმენტში არის მარტივად და ცალსახად აღნიშნული, რომ ამნისტია ეხება 20 ივნისის მოვლენებს, ეს ნიშნავს მარტივად იმას, ეს ფურცელი გადაიშლება და რადიკალიზაციას, სიძულვილის ენას პერსპექტივა საქართველოში არ და ვერ ექნება. შესაბამისად უადგილოა რაიმე კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. 20 ივნისის მოვლენებში მონაწილე ყველას ეხება თანაბრად", – განაცხადა ოხანაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს