
ავტორი
Front News საქართველო
"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ორბელიანების სასახლეში შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა.
"ორბელიანის სასახლეში შეხვედრაზე მე ავიღე პირდაპირ დოკუმენტი და ვთქვი – "ახლა, მეგობრებო, სანამ შეთანხმების ზარ-ზეიმი გინდათ, რომ მოვაწყოთ, ჩვენ არ ვიცით, ქალბატონო სალომე, თქვენ რეალურად როდის შეიწყალებთ რურუას. კი ვიცით, რომ უნდა შეიწყალოთ, მაგრამ ეს შეიძლება, იყოს 3 თვეში, შეიძლება, იყოს 3 დღეში და უნდა ვიცოდეთ".
ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ "გალსტუკი" მოვახიე თალაკვაძეს რაღაც საკითხებზე. ყველაფერს ხომ არ მოვყვები?! იყო ძალიან მძიმე შეხვედრა. თქვენ თუ გგონიათ, რომ ახლა ჩვენ შევედით – აბა, ბიჭებო, რა კარგად არის ყველაფერი, მოდი, ჰა, გავაფორმეთ დოკუმენტი და ჩვენი ჭირიც წაუღია. არა, ჩემო კარგებო, 6 თვეა ნერვების წყვეტის ფასად არის მოპოვებული, რაც არის და ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე, კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი და რაზე? ამნისტია ვისზე უნდა გავრცელებულიყო", – განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს