“ამნისტიის კანონპროექტის სხვა ვერსიას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ”

ავტორი
Front News საქართველო
"ლელოს" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წევრები, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, მხარს მხოლოდ თავიანთ ვერსიას დაუჭერენ.
"ჩვენს ვერსიაში საუბარია ორ მუხლზე, საუბარია იმაზე, რომ დაზარალებულების მხრიდან თანხმობაა აუცილებელი ამნისტირებისათვის და არანაირი წერილობითი თანხმობა იმ პირისგან, რომელზეც ამნისტია უნდა გავრცელდეს, არ მოეთხოვება ამ კანონის თანახმად. ეს არის ჩვენი ვერსია და ჩვენ მხარს ვუჭერთ. სხვა ვერსიას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. დღეს სწორედ ამიტომ ვხვდებით, რომ დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები, რომ ეს არის ერთადერთი სწორი ვერსია, რომელიც ჩვენ დავარეგისტრირეთ", – აცხადებს ჯაფარიძე.
მმართველი გუნდისა და მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წევრები, პარლამენტის თავმჯომარეს ხვდებიან. სავარაუდოდ, სწორეც ამ შეხვედრის შემდეგ უნდა გადაწყდეს, შეთანხმდებიან თუ არა მხარეები ამნისტიის პროექტის საბოლოო ვერსიაზე.
თაგები:





