ამომრჩევლის საარჩევნო უბნამდე მისვლის უზრუნველსაყოფად სპეციალური პლატფორმა შეიქმნა


ავტორი
Front News საქართველო
ამომრჩევლის საარჩევნო უბნამდე მისვლის უზრუნველსაყოფად სპეციალური პლატფორმა – “26” შეიქმნა.
სოციალურ ქსელში არსებულმა ჯგუფმა “წინაპრებმა” სახელი გადაირქვა და 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჯგუფის სახელია “ოცდაექვსი”, სწორედ აღნიშნული ჯგუფის ძალისხმევით 26 ოქტომბერს, საზღვარგარეთ და საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს დახმარებიან, რომ შეუფერხებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებთან.
“ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია რიცხვი 26 და 26-ში ყველა ხმის მობილიზება, ყველას საარჩევნო უბნებამდე მისვლა და შემდეგ თითოეული ხმის დაცვა.
ჰოდა, ჯგუფის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით და სხვა სოციალურ ჯგუფებთან შეთანხმებით – წინაპრებმა 26 ოქტომბრამდე გადაირქვა სახელი და გავხდით ჯგუფი “26”!
ჩვენს ჯგუფს აქვს ახალი ამოცანები, რომელშიც თქვენი ჩართულობა და მონაწილეობის მიღება ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენი ამოცანებია: 26-ში, საზღვარგარეთ და საქართველოში მცხოვრები ადამიანების დახმარება, რომ შეუფერხებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებთან.
ტრანსპორტის მობილიზება;
კოორდინაცია ადამიანებს შორის, რომ ერთმანეთი გაიყოლონ კონკრეტულ საარჩევნო ადგილამდე;
ემიგრანტების საცხოვრისით უზრუნველყოფა;
ყველა ის ქმედება, რომელიც არჩევნების დღეს; უკავშირდება.
სწორედ ამიტომ გთხოვთ ყველა ჩვენი ინფორმაცია მიიღოთ საყურადღებოდ, ჩაერთოთ და გააზიაროთ. თქვენს გარეშე ვერაფერს შევძლებთ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს