
ავტორი
Front News საქართველო
ნატოსთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო და ამ 2-3 წელში მოახერხეთ, რომ ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ხსენება არ არის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან წუხილი გამოთქვა, რომ სამიტზე მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია წარმოდგენილი.
“ნატო-ს სამიტზე ცხადია, რომ უკრაინისთვის უკვე ორი პოლიტიკური შედეგი სახეზეა, ნატო-უკრაინის კომისია გადაკეთდა ნატო-უკრაინის საბჭოდ, რომლის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება სახელმწიფოს მეთაურების დონეზე და ასევე, მკაფიოდ ცხადდება, რომ უკრაინა გასაწევრიანებლად მაპ-ს აღარ საჭიროებს.
2020 წლის სექტემბერში სტოლტენბერგი პირდაპირ ამბობდა, რომ ნატო-სთვის საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, დღეს საქართველოს მოქალაქეები იმაზე ვნერვიულობთ, რომ ჩვენ შეიძლება არც გვახსენონ“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
თაგები:
ანა ბუჩუკური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს