
ავტორი
Front News საქართველო
ომბუდსმენობის კანდიდატების მხრიდან განაცხადების მიღება სავარაუდოდ, უკვე ხვალიდან გამოცხადდება, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარალამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ კანდიდატებზე, თუ ვინ შევა იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც სახალხო დამცველის კანდიდატურებს შეარჩევს და შეაფასებს.
“დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა მხოლოდ იმ წესს, რომელიც უნდა დაამტკიცოს პარლამენტის თავმჯდომარემ და არის პროცედურული, სამართლებრივი აქტი.
ჯერჯერობით არ გვქონია საუბარი კონკრეტულ ადამიანებსა და კანდიდატებზე, რომლებმაც უნდა შეაფასონ ომბუდსმენის კანდიდატები.
ასევე სავარაუდოდ, ხვალიდან გამოცხადდება განაცხადების მიღება უკვე უშუალოდ ომბუდსმენობის კანდიდატების მხრიდან“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“ კატეგორიულად გამორიცხავს სამუშაო ჯგუფში გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების – „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ჩართვას.
თაგები:
ანა ბუჩუკური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს