ანა დოლიძე - 26 მაისს ისედაც ქუჩაში ვართ და ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს

ავტორი
Front News საქართველო
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს, - ამის შესახებ პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე "ოპოზიციის ალიანსის" მიერ 26 მაისს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
"26 მაისი ყველასია. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს. ის არ ეკუთვნის არც ბიძინას, არც მიშას ან ვინმე სხვას. 26 მაისს ისედაც ქუჩაში ვართ და ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს და რა თქმა უნდა, წელსაც ვიზეიმებთ", - წერს დოლიძე.
"ოპოზიციის ალიანსმა" 31 მარტს განაცხადა, რომ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებენ, რომლის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს, დიდი ხალხმრავალი აქცია თბილისში.
თაგები:
ანა დოლიძე




