
ავტორი
Front News საქართველო
ნამდვილი სამოქალაქო კულტურა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები თვითონ იღებენ პასუხისმგებლობას თუ რა მოხდება სახელმწიფოში, – ამის შესახებ “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
“ნამდვილი სამოქალაქო კულტურა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები თვითონ იღებენ პასუხისმგებლობას თუ რა მოხდება სახელმწიფოში. ეს არსებობს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ, 26 ოქტომბერს, დილის 8 საათზე საარჩევნო უბნებთან იქნება ისტორიული რიგები.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა არჩევნებზე უსაფრთხოების სამსახურების ოპერაცია არის, რომ დათესონ ნიჰილიზმი – ვინც ავრცელებს დემოტივაციას, ნიჰილიზს. ეს იმპერიული მმართველობის მექანიზმია – ტემპისა და ენერგიის დაგდება.
ჩვენ შევქმნით გუნდს, სადაც ყველას განსხვავებულობა, როგორც ქართულ სიმღერაშია, იქნება პატივცემული და ეს მოეწონება ქართველ ხალხს.
საქართველოში არსებობს მდუმარე უმრავლესობა, ამომრჩევლის უმრავლესობა, რომლებსაც უნდათ ცვლილება. ხალხს სჭირდება და იმსახურებს არჩევანს და საქართველოს მომავალს სჭირდება, რომ მათ ჰქონდეთ არჩევანი, იმიტომ, რომ ისინი არჩევნებზე უნდა მოვიდნენ და ასე, ორი სხვადასხვა ფრონტით ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
თაგები:
ანა დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს