
ავტორი
Front News საქართველო
აქ იქნება სამსახურიდან მოყვანილი ხალხი და არა გულით, სულისკვეთებით მოსული ხალხი, რომელიც იყო “არა რუსულ კანონის” აქციებზე, – ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნებას” 45 ათასი საჯარო მოხელე ჰყავს და გასაკვირიც არ არის, რომ აქციაზე ხალხს გამოიყვანს, მაგრამ ისინი არ იქნებიან თავიანთი ნებით მისულები.
“დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი შემთხვევა იქნება, როდესაც გამგეობები, სკოლები, ბაღები კრებენ ხალხს, რომ იყოს მასობრივი დასწრება, მაგრამ ეს კონტრაქცია არ არის, ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი პარტია. როცა ხარ ხელისუფლებაში, ეს არის სახელისუფლებო მსვლელობა. სახელისუფლებო მსვლელობაში, 45 ათასი საჯარო მოხელე რომ გყავს, ვის გაუკვირდება, რომ ხალხს გაიყვან რუსთაველზე. მთავარი ის არის, რომ აქ იქნება სამსახურიდან მოყვანილი ხალხი და არა გულით, სულისკვეთებით მოსული ხალხი, რომელიც იყო ” არა რუსულ კანონის” აქციებზე”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
თაგები:
ანა დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს