Logo

ანა დოლიძე - ბაგა-ბაღებში ელექტრონული სისტემის დანერგვა ბევრ კითხვის ნიშნებს შეიცავს

პოლიტიკა
73
Frontnews image description

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის იანვრიდან ქ.თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვთა აღრიცხვის ელექტრონული სისტემა დაინერგება. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, პარტია "ხალხისთვის” თავმჯდომარემ ანა დოლიძემ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წერილობით მიმართა.

"მე დღეს მოვედი ბაგა ბაღების მართვის სააგენტოში. საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ სააგენტოს შენახვისთვის 3 მილიონ ლარზე მეტს ვიხდით. მოვედი იმისთვის, რომ მოვითხოვო ინფორმაცია, რა წესზე დაყრდნობით და რა უფლებით გადაწყვიტა ამ სააგენტომ დაავალოს მშობლებს მხოლოდ და მხოლოდ ჩიპიანი ბარათებით ატარონ ბავშვები ბაღებში.  სააგენტოს არ გამოუცია არავითარი აქტი, ვერც გამოსცემდა იმიტომ, რომ ამის უფლება მათ არ აქვთ. აბსოლუტურად ვიღაცის თავში მოხარშული იდეით, ზეპირსიტყვიერად, ურთულდებათ ცხოვრება მშობლებს. ჩვენ ისიც არ ვიცით სად წავა ის მონაცემები, რომლებიც დაგროვდება ამის შედეგად, კერძოდ, რომელზე მოვიდა ბავშვი ან ვინ მოიყვანა ის. ეს არსად გაწერილი არ არის. დღეს მოვედი იმისთვის, რომ მოვთხოვო პასუხი ამ სააგენტოს რომლის შენახვაშიც მილიონობით ლარს ვიხდით და რომელიც ჩვენს ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ გვირთულებს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

თაგები:

ანა დოლიძე
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები