
ავტორი
Front News საქართველო
ქართველმა ხალხმა ჩვენ მოგვცა დავალება – ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელისუფლება შევცვალოთ და ჩვენი ქვეყანა ევროპულ კურსზე დავაბრუნოთ, – ამის შესახებ “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ხალხის დავალება შესრულდეს, საჭიროა პარტიების გაძლიერება.
“ქართველმა ხალხმა ჩვენ მოგვცა დავალება – ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელისუფლება შევცვალოთ და ჩვენი ქვეყანა ევროპულ კურსზე დავაბრუნოთ. ამისათვის კი არცერთი ხმა არ უნდა დავკარგოთ და პარტიები უნდა მოვძლიერდეთ.
ჩვენ ცენტრი შევქმენით იმ მიზნით, რომ გავისტუმროთ აქედან რუსული ოცნების ხელისუფლება”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
პარტია “ლელო”, “ხალხისთვის” და ახალშექმნილი მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” საარჩევნოდ ერთიანდებიან.
თაგები:
ანა დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს