
ავტორი
Front News საქართველო
პირდაპირი განცხადება არის ევროკავშირიდან, რომ ჩვენი ევროპული გზა გაჩერდა. ჩვენი 30-წლიანი მუშაობა და ფული, რომელიც ჩადებულია ამ მუშაობაში არის გაჩერებული, – ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ქმედებების გამო, დასავლეთიდან შეჩერდება ფინანსური დახმარებებიც.
“პირდაპირი განცხადება არის ევროკავშირიდან, რომ ჩვენი ევროპული გზა გაჩერდა. ჩვენი 30-წლიანი მუშაობა და ფული, რომელიც ჩადებულია ამ მუშაობაში, არის გაჩერებული. გაჩერდება და გადაიხედება სამხედრო დახმარება დასავლეთიდან, ასევე გაჩერდება ფინანსური დახმარება გერმანიიდან და ეს არის 2 მილიარდი ევროს ტოლფასი დახმარება. ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ პირდაპირ არის გამოწვეული ჩვენი ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკით”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ დროისთვის არ იღებს.
თაგები:
ანა დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს