Logo

ანა დოლიძე - ძალების გაერთიანება შეიძლება აუცილებელი იყოს, მაგრამ კონკრეტულ მომენტში და კონკრეტული პოლიტიკური ამოცანისთვის

პოლიტიკა
28
Frontnews image description

ძალების გაერთიანება შეიძლება აუცილებელი იყოს, მაგრამ კონკრეტულ მომენტში და კონკრეტული პოლიტიკური ამოცანისთვის, - ამის შესახებ პარტია "ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთობა დასაშვებია, მაგრამ დასაშვები და სწორია კონკრეტული მიზნისთვის.

"ერთობა, რა თქმა უნდა, დასაშვებია, მაგრამ დასაშვები და სწორია კონკრეტული მიზნისთვის და იმ მოცემულობაში, როდესაც ეს იქნება მოულოდნელი, აუცილებელი და როდესაც ჩვენ რაღაც ამოცანისთვის გავერთიანდებით. დღეს მე ვუყურებ, რომ პარტიული დრო გაუქმებულია იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესი არ არის, ჩვენ წინაშე არის ინდივიდუალური ადამიანური თანადგომის, ბრძოლის, მხარდაჭერისა და სოლიდარობის დრო. პარტიებზე არა თუ ერთობის, ზოგადად პარტიულ ფორმაზე საუბრის აზრსაც ვერ ვხედავ, თუმცა ძალების გაერთიანება შეიძლება აუცილებელი იყოს, მაგრამ კონკრეტულ მომენტში და კონკრეტული პოლიტიკური ამოცანისთვის", - განაცხადა ანა დოლიძემ.

თაგები:

ანა დოლიძე
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები