Logo

ანა დოლიძე – მე ვარ ყველა ოპოზიციონერის ქომაგი, იმიტომ, რომ ყველას ჰყავს თავისი ამომრჩეველი და ეს ხალხი უნდა მოვიდეს არჩევნებზე

პოლიტიკა
08.07.2024 / 16:39
Frontnews image description

ჩვენ თანაბრად უნდა ვიყოთ დისტანცირებული “ოცნებისგან” და “ნაციონალური მოძრაობისგან”. ჩვენ საყრდენს ვხედავთ, პირველ რიგში, პარტნიორებში და  პოტენციურ პარტნიორებში. უნდა ვილაპარაკოთ ხალხთან, –  ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა. 

 

მისივე თქმით, ყველა პარტია, რომელიც “ეფლირტავება” 5-%-იან ბარიერს, ჯობია გამსხვილდეს.

 

“ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის გაძლიერება, გამსხვილება, ყველა პარტია, რომელიც “ეფლირტავება” 5-%-იან ბარიერს, ჯობია გამსხვილდეს. ჩვენ ვთვლით, რომ ჯობია, გავძლიერდეთ შესაბამისი ფასეულობების მიხედვით. ჩვენ არ გვაქვს კონსულტაციები “ნაციონალური მოძრაობის” ფლანგთან, ან ყოფილი “ნაციონალური მოძრაობის” შენაერთებთან. ჩვენ თანაბრად უნდა ვიყოთ დისტანცირებული “ოცნებისგან” და “ნაციონალური მოძრაობისგან”. ჩვენ საყრდენს ვხედავთ, პირველ რიგში, პარტნიორებში და  პოტენციურ პარტნიორებში. უნდა ვილაპარაკოთ ხალხთან. მე ვარ ყველა ოპოზიციონერის ქომაგი, იმიტომ, რომ ყველას ჰყავს თავისი ამომრჩეველი და ეს ხალხი უნდა მოვიდეს არჩევნებზე”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

თაგები:

ანა დოლიძე
Advertisement