Logo

ანა დოლიძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, გავიდეთ კოალიცია "ძლიერი საქართველოდან" და დავუბრუნდეთ დამოუკიდებელ საქმიანობას

პოლიტიკა
13 საათის წინ / 12:03
346
Frontnews image description

მეგობრებო, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავიდეთ კოალიცია "ძლიერი საქართველოდან" და დავუბრუნდეთ დამოუკიდებელ საქმიანობას, - ამის შესახებ ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

'"დიდი მადლობა ნდობისთვის ყველა ადამიანს, ვინც არჩევნებში ხმა მისცა პარტიას პარტია ანა დოლიძე - ხალხისთვის და ამავე დროს ენდო "ძლიერ საქართველოს."

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ არ მიგვეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის მოეპარა თქვენი ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი. ამ მიზნით გვერდით გადავდეთ ჩვენი ამბიციები და ჩვენი მიზნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ინტერესები და სიყვარული.

ამავე დროს, ჩვენ შევქმენით კოალიციური თანამშრომლობის მშვენიერი ტრადიცია, რასაც აუცილებლად დავნერგავთ და გავაგრძელებთ მომავალშიც, რაც ასე ჭირს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. თუმცა, ახლა დრო არის, რომ პარტია "ხალხისთვის” დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე, ვინაიდან გვაქვს ამბიცია გავხდეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამკვირვებელი წევრი.

ვფიქრობთ, რომ ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს პარტია ,,ხალხისთვის”, განაგრძოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მნიშვნელოვნად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ არჩევანს", - წერს ანა დოლიძე.

თაგები:

ანა დოლიძე
Advertisement