ანა დოლიძე – მხარი დავუჭირე იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენ ქვეყანას, სიძულვილის დასრულება, მშვიდობა და სწრაფი განვითარება

ავტორი
Front News საქართველო
“ორპოლუსიანობის, სიძულვილის დასრულება, მშვიდობა და სწრაფი განვითარება“ – ეს მთავარი თემებია, რასაც პარტიის „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ თვითმმართველობის არჩევნებში მისცა ხმა.
“მე მხარი დავუჭირე იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენ ქვეყანას, ეს არის ორპოლუსიანობის, სიძულვილის დასრულება, მშვიდობა და სწრაფი განვითარება. საქართველოს სჭირდება ცვლილებები, რომ მივხედოთ საქმეს და ვიზრუნოთ წინსვლაზე. ჩვენ, ვისაც მოგვბეზრდა ის თამაში, რასაც დღეს ვუყურებთ, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე. ყველა ერთად ვიქნებით საკმარისი იმისთვის, რომ ამ უნიათო და არაფრის მაქნისს ხელისუფლებას საბოლოოდ დავემშვიდობოთ,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.
ბეღლეთის ქაზე, 05.04 საარჩევნო უბანზე, სადაც ანა დოლიძემ არჩევანი გააკეთა, ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს.
“დილის 10 საათზე მოვედი ჩემს საარჩევნო უბანში, აქ იდგნენ უბნის ბიჭები, რომლებიც ერთ-ერთ გამვლელს ეკითხებოდნენ, როდის მივიდოდა საარჩევნო უბანზე, თან უხსნიდნენ, რომ თანხა ჩაერიცხებოდა: „საქართველოს ბანკიდან” გაშვებულია უკვე ფული, “ლიბერთი ბანკიდან” ცოტა გაიჭედა და მალე ყველას ჩაგერიცხებათო“. რომ ჩავეკითხე, რაზე საუბრობდნენ, მოვიდა მეორე პიროვნება და შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. დიდი ალბათობით ეს არის სწორედ ხმების მოსყიდვის ის შემთხვევა, რაზეც ჩვენ აქამდეც ვსაუბრობდით. ეს არის „ქართული ოცნების“ ერთადერთი გზა, რომ ხმები მოიზიდოს. ამიტომ, ჩვენ, ვისაც გვინდა დღევანდელი მდგომარეობის დასრულება, არ უნდა დაგვეზაროს, აუცილებლად გავიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ, ცვლილებას,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.
თაგები:
ანა დოლიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


