ანა დოლიძე – სალომე ზურაბიშვილი თანდათან დისტანცირდება „ქართული ოცნებისგან“ და ადგება გიორგი მარგველაშვილის გზას

ავტორი
Front News საქართველო
„აშკარაა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თანდათან დისტანცირდება „ქართული ოცნებისგან“ და ადგება გიორგი მარგველაშვილის გზას. მნიშვნელოვანია, რომ მან დაიკავოს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა და ჩამოშორდეს პარტიული წარმომადგენელის ფუნქციას,“ – ასე შეაფასა პარტიის „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ პრეზიდენტის განცხადება კოალიციური მთავრობის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
„მისასალმებელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება კოალიციური მთავრობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინმემ მოამზადოს ჩვენი მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა კოალიციური მმართველობის იდეისათვის. როდესაც ამგვარი განცხადებები კეთდება ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც არის პრეზიდენტი, მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა ქვეყნისთვის. კოალიციური მმართველობის თემა ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში მოუმზადებლად შემოვიდა. რას ნიშნავს კომპრომისები, დათმობა და მოლაპარაკება დღევანდელ პოლიტიკურ ელიტებს არ ესმით. ამიტომ როდესაცპრეზიდენტი მიუთითებს, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსებს მოუწევთ კოალიციური მმართველობის იდეაში გათვითცნობიერება.
აშკარაა, სალომე ზურაბიშვილი თანდათან დისტანცირდება „ქართული ოცნებისგან“ და ადგება გიორგი მარგველაშვილის გზას. სხვაობა ისაა, რომ ეს ხდება უფრო გვიან. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა დაიკავოს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა და ჩამოშორდეს პარტიული წარმომადგენელისფუნქციას,“ – აცხადებს ანა დოლიძე.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


