
ავტორი
Front News საქართველო
პარტია “ხალხისთვის’’ ლიდერი ანა დოლიძე ინიციატივით გამოდის და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს “ღირსების ორდენი’’ ჩამოართვას სანქცირებულ მოსამართლეს მიხეილ ჩინჩალაძეს.
’’გუშინდელ შეკრებაზე ოპერაში: მისასალმებელია, როდესაც ჩვენი გადასახადები ქვეყნისთვის დადებითი მაგალითების შექმნასა და აღიარებაში იხარჯება. ამავე დროს, დროა, პრეზიდენტის “ღირსების“ ორდენს ნამდვილი ღირსება შევძინოთ. სანქცირებულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს 2005 წელს მიღებული აქვს “ღირსების ორდენი’’.
ვფიქრობ, ზუსტად ახლა, სალომე ზურაბიშვილმა მას ეს ორდენი უნდა ჩამოართვას.
ჯილდოს ჩამორთმევის პრეცედენტი არსებობს, ეს სწორედ სალომე ზურაბიშვილს აქვს გაკეთებული და კანონიც იძლევა ასეთ საშუალებას “შეურაცხმყოფელი საქციელისთვის“, – წერს ანა დოლიძე.
თაგები:
ანა დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს