ანა დოლიძე - სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა, მერამდენე უკვე სათვალავი მერევა

ავტორი
Front News საქართველო
პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა.
როგორც დოლიძე აღნიშნავს, ზურაბიშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც პოლიტიკოსებს ალიანსში გაწევრიანებისკენ მოუწოდებდა, ვინაიდან, ნათლად ჩანს, რომ ეს არ არის სერიოზული და გრძელვადიანი ერთობა.
"სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა, მერამდენე უკვე სათვალავი მერევა, როდესაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსებს ალიანსში გაწევრიანებისკენ მოგვიწოდებდა და ამ ბზარებიან შენობაში შესვლას მიიჩნევდა საუკეთესო გზად.
ღიად დაუჭირა მხარი რამდენჯერმე იმ ჯგუფს, რომლის პრობლემები კარგად ჩანდა ისედაც. თუმცა, ახლა ღიად ჩანს ის, რასაც მე თავიდანვე ვამბობდი, ეს არ არის სერიოზული და გრძელვადიანი ერთობა.
მიუხედავად ზეწოლისა, ამ საკითხთან მიმართებაშიც მე და ჩვენმა მხარდამჭერებმა ბრძნული გადაწყვეტილება მივიღეთ და არ გავერთიანდით", - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
ანა დოლიძე




