Logo

ანა დოლიძე - სავარაუდოდ, ხარკის ჩატანას გახარიასაც სთხოვენ

პოლიტიკა
138
Frontnews image description

სავარაუდოდ, ხარკის ჩატანას ბრემენელ მუსიკოსსაც (გახარიასაც) სთხოვენ. "ხარკი" დავარქვი იმ თანხებს, რომელსაც ე.წ მმართველი პარტია ცდილობს ამოიღოს,  - ამის შესახებ პარტია "ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

"1. ხარკი მოეთხოვებათ "ყოფილებს". ბრემენელი მუსიკოსი ყოფილია. ყოფილები არიან "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, სწორედ ასეთია ბრემენელი მუსიკოსი. 2. ხარკის ჩატანას სთხოვენ იმ ხალხს, ვინც სავარაუდო კორუფციაში მონაწილეობდა. გავიხსენოთ 3 დღის წინანდელი ვოლსკის ბრიფინგი, სადაც მან მიუთითა, რომ კოვიდის დროს შესაძლოა, გახარიას კორუფციაში მიეღო მონაწილეობა და ახსენა გახარიას მიერ პარიზში ნაყიდი ბინა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ბრალდების დამატება ბრემენელი მუსიკოსისთვის აუცილებელი საერთოდ არ იყო. მასზე ისედაც გადაგზავნილია საქმე პროკურატურაში. შესაბამისად, რა საჭირო იყო ამ შესაძლო კორუფციის ხსენება. შევადაროთ, რომ აწ უკვე დაკავებულ პირებთან მიმართებაში სწორად ასე გავრცელდა თავდაპირველად მედიაში ინფორმაცია. 3. კორუფციასთან დაკავშირებული შეძენილი ქონება - თუ ჯუანშერ ბურჭულაძეს ქონება შეძენილი აქვს ესპანეთში, ბრემენელ მუსიკოსს საჯარო წყაროების მიხედვით ბინა პარიზში აქვს შეძენილი 472,400 ევროდ. ასევე, მასაც თანამდებობაზე ყოფნის დროს.

კოვიდის დროს კორუფციას რომ აქტიურად ჰქონდა ადგილი და ასეულობით ათასობით ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან, ამაზე არაერთი საგამოძიებო სიუჟეტი არსებობს. საერთოდ რატომ იქნება ბრემენელი მუსიკოსი გამონაკლისი?!

მეტიც, მას სავარაუდოდ, ხარკს სთხოვენ და ეს ხარკი რის შესაგროვებლადაც დრო მიეცა გადაიცვალა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაში და მომავალში შეიძლება გადაიცვალოს პარლამენტში შესვლაში“, - წერს ანა დოლიძე.

 

თაგები:

ანა დოლიძე
Advertisement