
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის გაფორმებული გამარჯვება იქნება “ქართული ოცნების” დასასრული, – ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის“ დამფუძნებელმა ანა დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” იმიტაციას ქმნის, თითქოს ევროინტეგრაციის მიმართულებით რაიმეს აკეთებს.
“ერთადერთი რაც ოცნებას დარჩა, ეს არის დროის გაწელვა, ვიდრე რამეს გავიგებთ უკრაინაზე, ამიტომ ის იმიტაცირებს, თითქოს რამეს აკეთებს საქართველოს პარლამენტში, თუმცა უკვე მესამე თვე მიდის და არ გვინახავს „ოცნების“ მიერ დაწერილი არც ერთი მუხლიც კი. არ უნდა ველოდოთ რაიმე შედეგს.
ჩვენთვისაც უკრაინის გაფორმებული გამარჯვება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ეს იქნება „ქართული ოცნების“ დასასრული“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
თაგები:
ანა დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს