Logo

ანა დოლიძე - უფლება რომ არ დაერთოთ, გახარია სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ამოყოფდა თავს საპატიმროში

პოლიტიკა
252
Frontnews image description

უფლება რომ არ დაერთოთ, გახარია სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ამოყოფდა თავს საპატიმროში იმიტომ, რომ ჩაითვლებოდა, რომ ის არ გამოცხადდა კომისიაზე, - ამის შესახებ "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩორჩანას საქმეზე თუ ყველაფერი ისეა, როგორც ამას "ქართული ოცნება" აცხადებს, მაშინ მთლიანად ხელისუფლებაა პასუხისმგებელი აღნიშნულზე.

"თუ ჩავუღრმავდებით ჩორჩანას თემას, რასაც ისინი ამბობენ, ჩანს რომ სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ გვაქვს. ისე ჩაიდგა ეს საგუშაგო მგრძნობიარე ტერიტორიაზე, რომ არავითარი ოქმი, არც პროტოკოლი და არც ოფიციალური მიმოწერა არ ყოფილა. მაშინ ე.ი. ჩვენ სახელმწიფო არ გვქონია. ეს რომ მართალი იყოს, მაშინ მთლიანად სახელმწიფო ბიძინას საქათმეა და მართლა უნდა გავიქცეთ ყველანი იმიტომ, რომ დაუცველები ვართ. მაგრამ აქ მეორე თემაა ის, რომ გახარიასთვის ბრალი არ წაუყენებია პროკურატურას, მოწმედაც არ ჰყავთ დაბარებული, რაც მისი პასუხისმგებლობის მექანიზმს დაძრავდა.

ჩორჩანაც იყო გარკვეული პიარი და მას დართეს უფლება. უფლება რომ არ დაერთოთ, გახარია სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ამოყოფდა თავს საპატიმროში იმიტომ, რომ ჩაითვლებოდა, რომ ის არ გამოცხადდა კომისიაზე, მაგრამ ჩართეს ონლაiნ.  გახარიას კვლავ არ აქვს საპარლამენტო სია ჩახსნილი და მაინც ვიტყოდი, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს დაგროვებული სათამაშო კარტები, აქვს ბევრი გათვლა, მას არ უნდა ვიცოდეთ, ოთხივე კოალიციას აუქმებს თუ მარტო "ნაცებს". აქ არის ორი ხაზი - მიდიან პარტიაზე ზეწოლით და პლუს კონკრეტული პასუხისმგებლობა, რომ შეგეშინდეს პროკურატურის და ციხის", - განაცხადა ანა დოლიძემ.

თაგები:

ანა დოლიძე
Advertisement