
ავტორი
Front News საქართველო
ამ სახელმწიფოში ამ ეტაპზე ყველაფერს ხელს აწერს ბიძინა ივანიშვილი თავისი გემოვნების მიხედვით, – ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
“რეალური დისკუსია, მსჯელობა, განხილვა თუ ვინ უფრო კომპეტენტურია და ვინ ნაკლებად, ან რეალური დებატები არ გვინახავს და ვერც მომავალში ვერ ვნახავთ, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ამ სახელმწიფოში ამ ეტაპზე ყველაფერს ხელს აწერს ბიძინა ივანიშვილი თავისი გემოვნების მიხედვით.
ამიტომ, ახლა მოლოდინი, რომ შერჩეული პირი იქნება დამოუკიდებელი და ერთნაირი თვალით შეხედავს ყველას, ვერ გვექნება”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
გენერალური პროკურორის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება. საბჭო შერჩეულ კანდიდატს კი სავარაუდოდ, მომავალ კვირას პარლამენტს გადაუგზავნის, რომელიც საქართველოს ახალ გენერალურ პროკურორს დაამტკიცებს.
თაგები:
ანა დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს