ანა დოლიძის პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ავტორი
Front News საქართველო
ანა დოლიძის პარტია "ხალხისთვის" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
ინფორმაციას სააგენტო "პრაიმტაიმი" ავრცელებს. "რუსთავი 2" კი წერს, რომ პარტია "ხალხისთვის" პრესსამსახურში ამ ეტაპზე ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
პარტიაში აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის ლიდერი ანა დოლიძე მიმდინარე კვირას გაასაჯაროებს.
აღსანიშნავია, რომ ანა დოლიძემ კოალიცია "ძლიერი საქართველო" მიმდინარე წლის ივნისში დატოვა.
თაგები:
ანა დოლიძე




