
ავტორი
Front News საქართველო
ქალბატონი პრეზიდენტი დაინტერესებულია ყველა დეტალით, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მას შემდეგ მიმდინარეობდა, – ამის შესახებ ცესკოს წევრმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტისთვის ცნობილია, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები არ იყვნენ ჩართულნი არც ერთ ადმინისტრაციულ საქმიანობაში, რომელიც არჩევნებთან იყო კავშირში.
“ქალბატონი პრეზიდენტი დაინტერესებულია ყველა დეტალით, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მას შემდეგ მიმდინარეობდა. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ადმინისტრაციაში ჩვენი, როგორც ოპოზიციური პარტიის წევრების მუშაობასთან დაკავშირებით, ვუთხარით, რომ არ ვიყავით ჩართული არც ერთ ადმინისტრაციულ და ლოგისტიკურ საქმიანობაში, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნების მომზადებას. თავად პრეზიდენტიც ფიქრობს, რომ ჩვენი როლი იყო უმნიშვნელოვანესი, რადგან ჩვენგან ხდებოდა ინფორმაციის გამოტანა, თუ, რას გეგმავდა ადმინისტრაცია“, – განაცხადა ანა კობახიძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები ოპოზიციიდან საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ.
თაგები:
ცესკო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს