ანა ლიურმანი – მხარს ვუჭერთ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ამ გზას


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ განვიხილავთ საქართველოში არსებულ ვითარებას, მხარს ვუჭერთ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ამ გზას, – ამის შესახებ ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანა ლიურმანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განხილული იქნება საქართველოში არსებული ვითარება.
“სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას. მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს უფლება, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი გზა. ამიტომ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია“, – განაცხადა ანა ლიურმანმა.
ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ.
თაგები:
ანა ლიურმანი