ანა მალიარი – კონტრშეტევის დაწყების შესახებ არ გამოცხადდება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ფრონტზე ჩვენი ჯარისკაცების კონტრშეტევითი მოქმედებების დაწყებას არ გამოაცხადებს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
“გეგმებს სიჩუმე უყვარს, დაწყების შესახებ არ გამოცხადდება”, – წერს მალიარი.
უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ემზადება კონტრშეტევისთვის, რათა გაათავისუფლოს ტერიტორიები ოკუპანტებისგან. მედია ვარაუდობდა, რომ შეიძლება გაზაფხულზე დაწყებულიყო, მაგრამ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაიწყება მაშინ, როცა ყველაფერი მზად იქნება.
თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ წარმატებული კონტრშეტევისთვის აუცილებელია პარტნიორებისგან ტექნიკის მიღება და სამხედროების სწავლება. შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კმაყოფილია უკრაინის შეიარაღებით კონტრშეტევის წინ.
3 ივნისს კი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა უკვე მზადაა კონტრშეტევისთვის, მაგრამ უცნობია, როდის დაიწყება.
თაგები:
ანა მალიარი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს