ანა მალკინა – ეს უნდა იყოს მოლაპარაკებები პუტინს, ზელენსკის, ბაიდენს, მაკრონს და კიდევ რამდენიმე დიდი სახელმწიფოს ლიდერს შორის


ავტორი
Front News საქართველო
მიუხედავად მოსკოვის განცხადებისა, რომ უკრაინამ უარი თქვა მოლაპარაკებაზე, კიევი ამტკიცებს, რომ მას არ გაუუქმებია შეთავაზება. “მათ იციან ჩვენი შეხედულება მოლაპარაკებების ფორმატზე და ჩვენი პოზიცია. ამიტომ, მათი კომენტარები იმის შესახებ, რომ თითქოს ჩვენ მივატოვეთ მოლაპარაკებები, მხოლოდ მათი ტაქტიკის ნაწილია. ისინი ცდილობენ მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანონ იქამდე, ვიდრე დაიწყება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა.
შევჩენკოს სახელობის ფილოსოფიის ფაკულტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა კათედრის პროფესორი ანა მალკინა მიიჩნევს, რომ ზელენსკის გულწრფელად სურს მოლაპარაკებები იმისთვის, რომ ადამიანური მსხვერპლი შეაჩეროს.
– რამდენად რაციონალური იყო ზელენსკის წინადადება მოლაპარაკებების შესახებ?
უკრაინას თავიდანვე სურდა მოლაპარაკებები, ომი არ სურდა. ამიტომ ზელენსკის ახალი არაფერი უთქვამს. მოლაპარაკებები ნებისმიერ ეტაპზე არის სისხლისღვირს და ომის შეჩერების შანსი. ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინა მხარს უჭერს მოლაპარაკებებს. დიპლომატიური გზა ჩვენთვის დასაწყისშივე პრიორიტეტული იყო, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ დაგვეხმარა. როდესაც ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან, ჩვენი ქალაქი და ინფრასტრუქტურა ინგრევა, ცეცხლის შესაწყვეტად ყველა შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო.
– ისაუბრებს თუ არა რუსეთი დონეცკის და ლუგანსკის არაღიარებული სახალხო რესპუბლიკების სტატუსზე? სრულიად ნათელია, რომ ევროკავშირი მათ არასოდეს აღიარებს. თუ შესაძლებელია დასავლელმა პარტნიორებმა პოზიცია შეიცვალონ?
– ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, რომ ამ საკითხზე ევროკავშირის ან მისი ცალკეული წევრები პოზიცია იცვლება.ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, იგივე წარმატებით შეიძლება შესთავაზოს ჩეჩნეთის თვითგამორკვევა. ევროკავშირს არ შეუცვლია თავისი პოლიტიკა, ამიტომ არ არსებობს წინაპირობები ამ სუბიექტების აღიარებისთვის.
– პოდოლიაკმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მოლაპარაკებისთვის უბლოკო სტატუსზე. ამის შემდეგ, ზელენსკის გამოსვლებით თუ ვიმსჯელებთ, ირკვევა, რომ უკრაინა არ აპირებას დანებებას და მოსკოვის ყველა მოთხოვნის უდავო შესრულებას. ნამდვილად შეუძლია უკრაინას უარი თქვას უბლოკო სტატუსზე? ამისთვის ხომ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს.
– თუ ვსაუბრობთ ჩემს აზრზე, რომელიც არ არის წარმომადგენლობითი, მე არ ვახმოვანებ არც ერთი პარტიის ან სოციალური ჯგუფის აზრს – მხოლოდ ჩემი დაკვირვებით, ბოლო სამმა დღემ აჩვენა, რომ ნამდვილად არ გვჭირდება ბლოკის სტატუსი – უკრაინას შეუძლია თავის დაცვა. ამიტომ, უარი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს კომპრომისი. იურიდიული კუთხით, ეს შეიძლება გადაწყდეს, უკრაინის პარლამენტი და ხალხი დღეს უფრო გაერთიანებულია, ვიდრე ოდესმე. ყველა გაერთიანდა ერთი პრობლემის გადასაჭრელად, ხალხიც და პოლიტიკოსებიც კონსოლიდირებულია. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და 300 დეპუტატის ხმის მოპოვება (ასეთი პროცედურის აუცილებელი პირობაა), ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება, თუ ვინმეს არგუმენტები მოეპოვება ხალხისთვის და დეპუტატებისთვის. ეს არის კომპრომისი რუსეთის ფედერაციისთვის და უკრაინისთვის.
– რამდენად არის ახალი მოლაპარაკებები გამოსავალი თავად პუტინისთვის? ის ხომ, ფაქტობრივად, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ საკუთარი ჯარის დანაკარგის გახმოვანებაც კი ეშინია.
– დიახ, რა თქმა უნდა, მისთვის ეს გამოსავალი იქნებოდა. ჩვენ ასევე გვჭირდება ეს მოლაპარაკებები, მაგრამ თუ რუსეთი დაჟინებით მოითხოვს მიუღებელ პუნქტებს, მაგალითად, დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით, მაშინ უკრაინა ამას ვერ დათანხმდება. და მაშინ მოლაპარაკებები შეიძლება ჩიხში შევიდეს.
– თუ რაიმე სახის შეთანხმება მიიღწევა, სანქციები გაუქმდება?
– ჩემი აზრით, სანქციები თავიდან მსუბუქი იყო და ზოგადად სანქციების პოლიტიკამ აჩვენა, რომ ის საკმარისად ეფექტური არ იყო რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. კვლევებმაც კი აჩვენა, რომ მათ აქვთ ეფექტი მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, სანქციები არ წყვეტს არანაირ ოპერატიულ საკითხებს. რუსეთი გარკვეული სანქციების ქვეშ იმყოფება 2014 წლიდან, როდესაც ყირიმის ოკუპაცია მოხდა. ახლა სანქციები ძლიერდება და მოლაპარაკების შედეგზე ბევრია დამოკიდებული. როგორი იქნება, თუ მხარეები ხელს მოაწერენ რაიმე სახის შეთანხმებას – ზავის, ცეცხლის შეწყვეტის, რაიმე სახის ურთიერთობის დამყარების შესახებ – მართალი გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნება ისეთი, რომ დასავლეთი ყველა სანქციას დაუყოვნებლივ გააუქმებს. უნდა გვესმოდეთ, რომ მოლაპარაკებები, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და ველოდებით, არ იქნება მოლაპარაკებები პუტინსა და ზელენსკის შორის. არა! ეს უნდა იყოს მოლაპარაკებები პუტინს, ზელენსკის, ბაიდენს, მაკრონს და კიდევ რამდენიმე დიდი სახელმწიფოს ლიდერს შორის. ეს რთული პროცესია, რომელიც უნდა დაიწყოს.
ბესლან კმუზოვი
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

“ის ადამიანები, ვინც ანაკლიაში ცხოვრობენ, მორალურად და ეკონომიკურად წელში უნდა გაიმართონ და აფხაზ ძმებთან ურთიერთობა აღადგინონ”

უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები, კონტრშეტევები და 2024 წლის გეგმა – მთავარი ზელენსკის პრესკონფერენციიდან

ლანა ღოღობერიძე – დიდი იმედი მაქვს ქართველი ხალხის და 20 ივნისის! ეს უნდა იყოს დიდი დღე, სადაც დავამტკიცებთ, რომ ჩვენს საერთო ძარღვებში სისხლი არ დამშრალა!