Logo

ანა ნაცვლიშვილი – ამ დანაშაულს და სირცხვილს, რომელიც მათ ჩაიდინეს, ვერაფერი ვეღარ ჩამორეცხავს

პოლიტიკა
13.11.2024 / 13:31
Frontnews image description

ამ დანაშაულს და სირცხვილს, რომელიც მათ ჩაიდინეს, ვერაფერი ვეღარ ჩამორეცხავს. ის დიდ შავ წერტილად დარჩებიან ამ ქვეყნის ისტორიაში, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტის მთავარი მოთხოვნა ხმების დაბრუნებაა.

“ვითხოვთ, დაგვიბრუნონ ხმები, რომლებიც მოიტაცეს და გააყალბეს. ხმების მოპარვასთან ერთად სამარცხვინო ხელისუფლება ამ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც სამარცხვინო ხელფასს უხდის და სამარცხვინო მდგომარეობაში ამუშავებს, ახლა თავს იცავს და იცავს ნაქურდალს, სოროშია შემძვრალი და ჰგონია, რომ პოლიციის კორდონი მის სირცხვილს ჩამორეცხავს.

ამ დანაშაულს და სირცხვილს, რომელიც მათ ჩაიდინეს, ვერაფერი ვეღარ ჩამორეცხავს. ის დიდ შავ წერტილად დარჩებიან ამ ქვეყნის ისტორიაში”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საარჩევნო ადმინისტრაციასთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელი ქალები აქციას მართავენ და არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები