ანა ნაცვლიშვილი – ამ სასამართლოს შემქმნელმაც კი აღიარა მისი უბადრუკობა და თქვენ მაინც ჯიუტად აგრძელებთ ამ სასამართლოს რეინკარნაციას


ავტორი
Front News საქართველო
ამ სასამართლოს შემქმნელმაც კი აღიარა მისი უბადრუკობა და თქვენ მაინც ჯიუტად აგრძელებთ ამ სასამართლოს რეინკარნაციას და უვადოდ ჩაბეტონებას, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“რა უნდა იყოს იმაზე მეტი, პოზიტიური დღის წესრიგი, ვიდრე სასამართლო რეფორმაა, სასამართლოთი ხო ყველა სარგებლობს, თქვენი მომხრეები, ჩვენი მომხრეები და ის ადამიანებიც, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ პოლიტიკა, მაგრამ აინტერესებთ ის, რომ როცა უსამართლოდ დაიჩაგრებიან, მისასვლელი სასამართლოში ჰქონდეთ და იქედან სამართალი წამოიღონ. მორიგი არალეგიტიმური პროცესი, რომელიც წინა კვირას პარლამენტში დაიწყო, მოსამართლეების მოსმენის და არჩევის, ევროკავშირმა ამ პროცეს გამოუცხადა დემარში, მონიტორინგისთვისაც კი არ ჩაერთო პროცესში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ მორიგ ჯერზე უდიდესი იმედგაცრუებაა და დიდი შანსი რომელსაც ეს ქვეყანა უშვებს ხელიდან. კოალიციამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა, დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის, პროცესის მონიტორინგისთვისაც კი თავი შეიკავა. საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესმა ჯგუფმა, რომელიც არის სამოქალაქო სექტორში პირდაპირი ხიდი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მოგიწოდათ, რომ შეაჩერეთ პროცესი, არა მხოლოდ 19 აპრილის შეთანხმება საიდანაც გაიქეცით, არამედ ევროპასთან ასოცირების შეთანხმების შესრულებასაც კი საფრთხეს უქმნით იმ არალეგიტიმური პროცესით, რასაც თქვენ აკეთებთო. ერთი ადამიანი და ორგანიზაცია არ მოიძებნება, არც ამ ქვეყანაში და არც ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ვინც დაწერს და იტყვის, რომ ეს არის ლეგიტიმური პროცესი, ყველა გეუბნებათ შინ თუ გარეთ, რომ შეაჩერეთ სასამართლოს საბოლოოდ დამარხვა, ამ სასამართლოს შემქმნელმაც კი აღიარა გუშინ, მისი უბადრუკობა და თქვენ მაინც ჯიუტად აგრძელებთ ამ სასამართლოს რეინკარნაციას და უვადოდ ჩაბეტონებას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
დეპუტატმა უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ დაიწყონ “ლელოს“ და “რეფორმების ჯგუფის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა.
თაგები:
ანა ნაცვლიშვილი