Logo

ანა ნაცვლიშვილი – დამალული ინფორმაციის გამო, ვკარგავთ ისტორიულ ძეგლს, ეს იქნება წულუკიანის, ამავე დროს ყველა დეპუტატის პასუხისმგებლობა, ვინც დუმს

პოლიტიკა
1101
Frontnews image description

გელათი არის იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტნილი ჩვენ დავკარგავთ ამ უძვირფასეს საუნჯეს – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. 

 

“ლელოს” წევრები  გელათში ექსპერტებთან ერთად იმყოფებოდნენ. 

 

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გელათში ფრესკები  ჩამოშლილია და წყალი ჟონავს, დეპუტატი მომხდარის გამო სრულ პასუხისმგებლობას კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს და ასევე პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდონარეს ელისო ბოლქვაძეს აკისრებს. 

 

როგორც ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, გეგმავს წერილით მიმართონ იუნესკოს, რათა შეძლონ ტაძრის გადარჩენის საქმეში ჩართვა. 

 

“მიჭირს საუბარი, ბოლო ამოსვლის შემდეგ იმდენად მძიმე სურათი დამხვდა გელათში. კრიტიკულად არის დამძიმებული მდგომარეობა, ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა მინისტრის, თეა წულუკიანის და შედეგი იმ გასამხედროებული წესის, რომელიც მან გელათთან დაკავშირებით შემოიღო. მალავს ინფორმაციას, არ ასაჯაროვებს კომპეტენტური ექსპერტების დასკვნას, რომელმაც აჩვენა, რომ სამუშაოები არასწორადაა ჩატარებული. ფრესკები არის ჩამოშლილი, კვლავ ჟონავს წყალი. ამ დამალული ინფორმაციის გამო, ვკარგავთ ისტორიულ ძეგლს. ეს იქნება წულუკიანის, ამავე დროს ყველა დეპუტატის პასუხისმგებლობა, ვინც დუმს. ერთი წლის წინ კულტურის კომიტეტმა აქ გამართა გასვლითი სხდომა, მე არაერთხელ მოვიკითხე, მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს თუ ასრულებდნენ, მაგრამ არაფერი კეთდება. ეს აღარ გავს უმნიშვნელოვანეს კერას, ეს გავს ქარხანას, რომელიცაა ხარაჩოებით და რკინებით სავსე. 

 

მივმართავ ყველას, პირველ რიგში, იუნესკოს გავუგზავნი წერილს, გელათი არის იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტნილი ჩვენ დავკარგავთ ამ უძვირფასეს საუნჯეს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები